სალათი ბროკოლითა და ლორით

ინგრედიენტები

  • 400 გრამი ბროკოლი
  • 300 გრამი ლორი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი 6% ძმარი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

ბროკოლი მოხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭერით. წვრილად დაჭერით ასევე ლორი. შეურიეთ ერთმანეთ ზეთი და ძმარი, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დაამატეთ მარილი, პილპილი და აურიეთ. თასში მოათავსეთ ლორი და ბროკოლი, მოასხით ძმრიანი და ზეთიანი მასა და კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!