სალათი შებოლილი ძეხვით, ყველითა და პომიდვრით

ინგრედიენტები

  • 150 გრ შებოლილი ძეხვი
  • 100 გრ ყველი
  • 12 პომიდორი ჩერი ან 2 ჩვეულებრივი პომიდორი
  • 4 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 2 კბილი ნიორი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

შებოლილი ძეხვი დაჭერით კუბებად, ასევე პატარა კუბებად დაჭერით ყველი და პომიდორი, წვრილად დაჭერით მწვანილი. არაჟანში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი. ძეხვი, ყველი, პომიდორი და მწვანილი აურიეთ და მოასხით არაჟნიანი მასა. გემრიელად მიირთვით!