ნამცხვარი "სიგარეტები"
  მასალა მასალა ცომისთვის
  • ფქვილი
  • კარაქი 200 გრამი
  • არაჟანი 1 ქილა
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
მასალა გულსართისათვის
  • 2 კვერცხის ცილა
  • შაქრის ფხვნილი 1 ჩაის ჭიქა
  • ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა
  • შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
მომზადება კარგად დარბილებულ კარაქს დავამატოთ არაჟანი, შეურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და ვთქვიფოთ გათეთრებამდე. შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ ცომი გამოვიდეს საშვალო სიმაგრის. გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ორი კვერცხის ცილა გავთქვიფოთმიქსერით ისეთნაირად, რომ ქვაბის გადმობრუნებისას ცილა არ გადმოიღვაროს. შევათქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი. ცომი გავყოთ ოთხ ტოლ ნაწილად, თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი წრის ფორმა. წრე დიამეტრიულად გავყოთ რვა ტოლ სამკუთხედ ნაწილად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენადგულსართი და დავახვიოთ განიერი ნაწილიდა ვიწრო ნაწილისაკენ. გამზადებული "სიგარეტები" დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელსავე დავაყაროთ შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!