ფენოვანი ღვეზელი ნიგვზითა და მოხარშული შედედებული რძით

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 380 გრ მოხარშული შედედებული რძე

მომზადება

ნიგოზი წვრილად დაჭერით, მოხალეთ ტაფაზე და აურიეთ მოხარშულ შედედებულ რძეში. აღნიშნული მასა მოათავსეთ ფენოვან ცომში (10x10 ცომის ზომა) და შეკარით ყველა მხრიდან. მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!