გაგრის ჯემი ნუშის ფანტელთან ერთად

ინგრედიენტები

  • 1 კგ გარგარი
  • 800-900 გრ შაქარი
  • ნუშის ფურცლები 80-100 გრ

მომზადება

გარგარი გაასუფთავეთ კურკისგან. დააყარეთ შაქარი და გააჩერეთ 3-4 საათი. დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააბლენდერეთ, დაამატეთ ნუშის ფანტელი, აურიეთ და კვლავ მოხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში.მშრალ ქილაში მოათავსეთ ჯემი და გემრიელად მიირთვით!