კექსი ცუკატითა და ნიგვზით

ინგრედიენტები

  • ცუკატი - 150 გრ.
  • რომი - 150 გრ.
  • გახეხილი კაკალი - 2 გრ.
  • ქიშმიში - 150 გრ.
  • ნუში - 150 გრ.
  • სოფლის რძე - 300 გრ.
  • ახალი საფუარი - 10 გრ
  • ფქვილი - 500 გრ.
  • კარაქი - 150 გრ. + თავზე მოსასმელად
  • მარილი - 8 გრ.
  • კვერცხი - 2 ცალი.
  • 2 ლიმონისაგან ცედრა 
  • ვანილი - 2 გრ.
  • შაქარი - 150 გრ.
  • რძიანი შოკოლადი - 150 გრ.
  • ცუკატი და კაკალი გასაფორმებლად 

მომზადება

ცუკატი, რომი, ნუში, ქიშმიში და გახეხილი კაკალი აურიეთ ერთმანეთს და გააჩერეთ 12 საათი. 

200 გრამ რძეს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი , საფუარი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და დარჩენილი რძე, კარაქი, მარილი, კვერცხი, შაქარი, ვანილი, ლიმონის ცედრა. მოზილეთ ცომი და დაამატეთ რომიანი მასა, რაც უკვე მოამზადეთ. მოზილეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ცომს. გააჩერეთ ცომი მინიმუმ 2 საათი. შემდეგ გააკეთეთ სასურველი ფორმა და კვლავ გააჩერეთ  2 საათი თბილ ადგილზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-60 წუთის განმავლობაში. მოუსვით დარბილებული კარაქი ზემოდან. რძიანი შოკოლადი გაადნეთ ცხელი წყლის ორთქლზე და წაუსვით. გააფორმეთ ცუკატითა და ნიგვზით. 

გემრიელად მიირთვით!