შემწვარი ღორის ხორცი ყველთან ერთად

ინგრედიენტები

  • 500-700 გრ ღორის ხორცი (ფილე ან ძვლის)
  • 2 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი გახეხილი ყველი (პარმეზანი)
  • 100 გრ პურის სუხარი
  • მარილი
  • წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

ღორის ხორცი დაჭერით დაახლოებით 1 სანტიმეტრ ნაჭრებად. კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ წიწაკა და მარილი. გახეხილი ყველი და პურის სუხარი ერთად აურიეთ. ხორცი ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ ყველიან და სუხარიან მასაში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!