შოკოლადიანი მაფინი

ინგრედიენტები

  • 200 გრ შოკოლადი
  • 3 კვერცხი
  • 100 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 200 გრ ფქვილი

მომზადება

შოკოლადი დაჭერით პატარა კუბებად. კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ კვერცხი, აურიეთ. დაამატეთ დაჭრილი შოკოლადი, კვლავ აურიეთ. ბოლოს დაამატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი. მოამზადეთ ცომი და გამოსაცხობ ფორმაში გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ მაფინებს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!