,,ქოქოსის ნაყინი"

ინგრედიენტები

  • 500 მლ ნაღები 33-35%
  • 4 კვერცხი
  • 400 მლ ქოქოსის რძე
  • 100 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 200 გრ შაქარი

მომზადება

კვერცხის გული და ცილა გამოაცალკევეთ, გული ათქვიფეთ შაქართან ერთად. ცალკე ათქვიფეთ ცილა და ასევე ცალკე ათქვიფეთ ნაღები. ნაღებს დაამატეთ კვერცხის გული და განაგრძეთ თქვეფა, დაამატეთ ქოქოსის ფანტელი, შემდეგ ქოქოსის რძე, კვერცხის ცილა და კარგად ათქვიფეთ. გადმოიტანეთ ფორმაში და შედგით საყინულეში 6-8 საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!