შოკოლადის ტორტი ლიმონის კრემით

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 50 გრ შაქარი
  • 70 გრ კარაქი
  • 20 გრ კაკაო
  • 30 გრამი ნუშის
  • 100-150 გრ ფქვილი კრემისთვის:
  • 4 კვერცხი + 1 გოლი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 მლ ნაღები (33-35%)
  • 2 ლიმონი ასევე:
  • შოკოლადი ან საკონდიტრო ნაწარმი

მომზადება

ნუში დააბლენდერეთ. მოამზადეთ ცომი: კვერცხი გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ კარაქი, ნუში და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კაკაო, ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ ცომი და შედგით მაცივარში 30 წუთით. შემდეგ გამოცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. კრემისთვის: ლიმონის კანი გახეხეთ, წვენი გამოწურეთ, კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ნაღები, ლიმონის ცედრა და წვენი და კარგად აურიეთ. წაუსვით გამომცხვარ ფორმას და ზემოდან კვლავ გამოაცხვეთ. ბოლოს მოახეხეთ შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!