ბეზე

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხის ცილა
  • 250 გრ შაქარი

მომზადება

კვერცხის ცილა მოათავსეთ თასში და დაიწყეთ თქვეფა, დაამატეთ ნელ-ნელა შაქარი, განაგრძეთ კვლავ თქვეფა და ამოიყვანეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება მკვრივი. გამოსაცხობ ტაფას დააფინეთ ქაღალდი, პატარა კოვზით ამოიღეთ ბეზე და მოათავსეთ ტაფაზე, გამოაცხვეთ 100 გრადუსზე 1-1,5 საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!