პელმენი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • 250 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • ფქვილი 500-550 გრ შიგთავსი
  • 350 გრ ღორის ხორცი
  • 350 გ ძროხის ხორცი
  • 200 გ ხახვი
  • მარილი
  • წიწაკა ასევე:
  • 3-4 დაფნის ფოთოლი

მომზადება

მოათავსეთ თასში ფქვილი, დაამატეთ კვერცხი და აურიეთ, შემდეგ ზეთი და მარილი. კარგად მოზილეთ. შემდეგ გაახვიეთ ცელოფანში და 40-45 წუთის განმავლობაში გააჩერეთ მაგიდაზე. ძროხისა და ღორის გატარებული ხორცი, გატარებულ ხახვთან ერთად კარგად აურიეთ, დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გაყავით ცომი 2 ან 3 ნაწილად, გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით რგოლები. რგოლის შუაში მოათავსეთ 1 ჩაის კოვზი ხორცი, შეაერთეთ და ერთი კუთხე დააჭირეთ მეორეს. გაყინეთ. შემდეგ აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ შიგნით პელმენი და დაფნის ფოთოლი. მოხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!