როგორ მოვამზადოთ მაიონეზი სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხის გული
  • 150 მლ მცენარეული ზეთი (ან ზეითუნის ზეთი)
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი (პასტა)
  • 5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 0.5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 0.5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

კვერცხის გული ათქვიფეთ მდოგვთან შაქართან და მარილთან ერთად. დაამატეთ ცოტა ზეთი და განაგრძეთ თქვეფა, როცა მასა გახდება ერთგვაროვანი ბოლომდე ჩაასხით ზეთი, აურიეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და კვლავ კარგად აურიეთ. თუ ძალიან სქელი გეჩვენებათ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ცივი წყალი. გემრიელად მიირთვით!