ტორტი ,,ზებრა"

ინგრედიენტები

  • 150 გრ შაქარი
  • 150 გრ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 300 გრ არაჟანი (10-15%)
  • 250-300 გრ ფქვილი
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 30 გრ კაკაო კრემისთვის:
  • 300-400 გრ არაჟანი (10-20%)
  • 150 გრ შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი ჭიქურა:
  • 100 გრ კარაქი
  • 50 მლ რძე
  • 100 გრ შაქარი
  • 50 გრ კაკაო

მომზადება

კარაქი დაჭყლიტეთ და დაამატეთ შაქარი, შემდეგ კვერცხი, აურიეთ. დაამატეთ არაჟანი, შემდეგ გამაფხვიერებელი და ფქვილი. კარგად აურიეთ და გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ კაკაო. ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით  თეთრი მასა, შემდეგ კაკაოიანი და მთელ სიგრძეზე გაანაწილეთ. გამოაცხვეთ და გამოცხობის შემდეგ გაჭერით ორ ფენად. კრემისთვის: არაჟანი, შაქარი და ვანილი აურიეთ. წაუსვით ერთ ფენას და დაადეთ მეორე. მინამქრისთვის: გაალღვეთ კარაქი, დაამატეთ რძე, შაქარი, კაკაო და მოადუღეთ. მოასხით ტორტს ზემოდან და მოათავსეთ მაცივარში 4-6 საათი. შემდეგ ალაგ-ალაგ დააფარეთ წვრილი ქაღალდის ფორმები და მოაყარეთ შაქრის პუდრა. ააცალეთ ქაღალდი და გემრიელად მიირთვით!