მოცვის ტორტი

ინგრედიენტები

  • 150 გრ შაქარი
  • 150 გრ კარაქი
  • 2 ც. ვანილის შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 70 გრ კაკაო
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ფქვილი 350-400 გრ
კრემისთვის:
  • 500 გრ არაჟანი
  • 150 გრ შაქარი ასევე:
  • 400 გრ მოცვი(ახალი ან გაყინული)

მომზადება

დაჭყლეტილ კარაქს შეურიეთ შაქარი და ვანილი. დაამატეთ კვერცხი, აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კაკაო, აურიეთ და ბოლოს ფქვილი. მასას კარგად აურიეთ. ცხიმწასმულ ფორმაში მოათავსეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. ბისკვიტი გაჭერით 4 ფენად.  კრემისთვის: არაჟანს დაამატეთ შაქარი, აურიეთ და მოასხით ჯერ ერთ ფენას, მოაყარეთ მოცვი, დაადეთ მეორე ფენა, მასაც მოასხით შაქრიანი არაჟანი და მოაყარეთ მოცვი და ასე გაიმეორეთ ბოლომდე. გააჩერეთ მაცივარში 5-6 საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!