ბოსტნეულის სალათი

ინგრედიენტები

  • 200 გრ პომიდორი
  • 200 გრ კიტრი
  • 200 გრ ბულგარული წიწაკა
  • 10-15 ზეთისხილი
  • მწვანილი გემოვნებით
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 4 კვერცხის ცილა
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

პომიდორი დაჭერით კუბიკებად, კიტრი და ყვითელი ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილ, პატარა ზოლებად. ზეთი და ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ წიწაკა, მარილი. მოათავსეთ ბოსტნეული თასში და მოასხით ზეთისა და ლიმონის ნარევი. მოხარშული და წვრილად გახეხილი კვერცხის ცილა გახეხეთ, შეურიეთ დაჭრილი მწვანილი. პატარა ბურთებში ჩააყოლეთ ზეთისხილი და მოაწყვეთ სალათზე. გემრიელად მიირთვით!