სააღდგომო სალათი

ინგრედიენტები

  • 250 გრ ლორი (ან ხორცი, ძეხვი)
  • 300 გ კარტოფილი
  • 5 კვერცხი
  • პრასი (ან 150 გ ხახვი)
  • 150 გ სტაფილო
  • მაიონეზი
  • მარილი
  • წიწაკა
  • მცენარეული ზეთი გაფორმება:
  • ფერადი  წიწაკა
  • მწვანილი

მომზადება 

კარტოფილი შეწვით ღუმელში 180 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცალეთ კანი და წვრილად გახეხილი გააჩერეთ დიდ თეფშზე. მოხარშული კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, გახეხეთ წვრილად და ცალ-ცალკე მოათავსეთ თეფშზე. ლორი და ხახვი დაჭერით წვრილად.სტაფილოც გახეხეთ წვრილად და ხახვთან ერთად მოშუშეთ. თეფშზე კარტოფილისგან ხელით გააკეთეთ კვერცხის ფორმა, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით მაიონეზი. შემდეგ მოაყარეთ ლორი, შემდეგ კვერცხის გული, მოასხით კვლავ მაიონეზი, შემდეგ ხახვიანი სტაფილო და მაიონეზი კვლავ, ბოლოს კვერცხის გული. თეფშს ირგვლივ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, თავად სალათი კი გააფორმეთ ფერადი წიწაკითა და მწვანილით. გემრიელად მიირთვით!