ნამცხვარი ,,სააღდგომო კვერცხი"

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 გრ ფქვილი
  • 200 მლ ნაღები 33-35%
  • 200 მლ რძე
  • 100 გრ შაქარი
  • 10 გრ ჟელატინი
  • დაკონსერვებული ან ახალი გარგარი ან ატამი

მომზადება

მოვამზადოთ ბისკვიტი. კვერცხი და შაქარი ავურიოთ და კარგად ამოვიყვანოთ. დავამატოთ ფქვილი და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ან ქაღალდიან ტაფაზე. გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ზელატინი გახსეით ცივ წყალში და გააჩერეთ პაკეტზე მითითებული დროის განმავლობაში. და შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე. არ უნდა ადუღდეს.

სუფლესთვის

ნაღები, შაქარი და რძე აურიეთ. დაამატეთ ჟელატინი და გააჩერეთ მაცივარში 15 წუთი.  შემდეგ გადაუსვით ბისკვიტს მთელ სიგრძეზე და გააჩერეთ მაცივარში 5-6 საათი. კარგად რომ გამყარდება, ამოჭერით კვერცხის ფორმის მსგავსი ნაჭრები და მოათავსეთ გარგარი თითოეულ ნაჭერზე. გემრიელად მიირთვით!