ბადრიჯანი მაიონეზში

ინგრედიენტები

  • 500გრ ბადრიჯანი
  • 100 გრ სამარხვო მაიონეზი
  • 50 გრ ზეთი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 1 კონა ახალი ქინძი
  • 1/2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • უცხო სუნელი
  • ყვითელი ყვავილი
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება

კარგად გარეცხილი ბადრიჯანი სიგრძეზე დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 2 საათი. ხელით კარგად გავწუროთ და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში. მაიონეზს დავამატოთ პილპილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი, მწვანე ქინძი ჭვრილად დაჭრილი და დაჭრილი ნიორი, კარგად ავურიოთ და მოვასხათ შემწვარ ბადრიჯანს. გემრიელად მიირთვით!