მსხლის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • 3 მსხალი
  • 200 გრ ფქვილი
  • 2 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/8 ლ უცხიმო რძე
  • 90 გრ ყვითელი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 40 გრ დაფქული ნუში
  • 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი
  • 20 გრ კარაქი
  • ლიმონის კანი
  • მიხაკ-დარიჩინი

მომზადება

გათლილი მსხალი გაყავით 4 ნაწილად, დაჭერით სიგრძეზე. ფქვილი და სოდა ერთმანეთში აურიეთ. შემდეგ, რძე, შაქარი, კვერცხი, ნუში, შვრია, კარაქი ფქვილს შეაზილეთ. ტაფაზე დააფინეთ ფოლგა და დააწყვეთ მსხლის ნაჭრები, მოაყარეთ მიხაკ-დარიჩინი და ყვითელი შაქარი. ცომი თანაბრად გადაანაწილეთ ტაფაზე. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, მოაცილეთ ფოლგა, კიდევ მოაყარეთ მიხაკ-დარიჩინი და მოყავისფრო შაქარი და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!