სააღდგომო პეჩენია

ინგრედიენტები

  • მდნარი კარაქი - 125 გ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა + 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი - 2 ცალი.
  • გამაფხვიერებელი - 3 ჩაის კოვზი
  • ქიშმიში
  • კეფირი - 1 ჭიქა
  • მარილი

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხი 1 ჭიქა შაქართან ერთად, დაამატეთ კეფირი და კარაქი, ურიეთ და თანდათან დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთები და სურათზე მითითებული ფორმების მსგავსად დააწყვეთ ტაფაზე, თვალების ნაცვლად დაადეთ ქიშმიში, წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20-25 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!