ხორციანი ბლინები

ინგრედიენტები

  • მკერდის ფილე- 250 გ
  • ხბოს ხორცი  - 250 გ
  • ღორის ხორცი - 250 გრ
  • წითელი ხახვი  - 75 გ
  • მდნარი კარაქი  - 50 გ
  • ტარხუნა - 50 გ
  • ქინძი - 50 გ
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემო

ბლინებისთვის

  • კარაქი - 40 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • რძე - 500 მლ
  • მარილი - მწიკვი
  • ფქვილი - 200 გ

მომზადება 

ყველა ხორცი მოხარშეთ, შემდეგ გააგრილეთ და გაატარეთ წვრილად. ხახვი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ, დაამატეთ ხორცის მასას. ასევე დაამატეთ მდნარი კარაქი, ქინძი, ტარხუნა, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ. ბლინებისთვის ბლენდერში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ რძე, მარილი, გამდნარი კარაქი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ ფქვილი და მასით გამოაცხვეთ ბლინები. ტაფაზე ზეთის დასხმა აღარაა აუცილებელი, რადგან, ცომში უკვე აქვს კარაქი. გამომცხვარ ბლინებში მოათავსეთ ხორცის მასა, გადაახვიეთ და შეწვით ორივე მხარეს. გემრიელად მიირთვით!