არაქისის ნამცხვარი
  მასალა
  • 1 ჭიქა კარაქი ან მარგარინი, მდნარი
  • 2 ჭიქა დაფქვული პეჩენია
  • 2 ჭიქა შაქარის პუდრი
  • 1 ჭიქა არაქისის კარაქი
  • 2 ჭიქა შოკოლადის ფილები
  • 4 კოვზი არაქისის კარაქი
მომზადება თასზე მოვათავსოთ ორი ჭიქა დაფქვული პეჩენია, ერთი ჭიქა მდნარი კარაქი ან მარგარინი, ორი ჭიქა შაქარის პუდრი, ერთი ჭიქა არაქისის კარაქი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ფოდნოსზე. შემდეგ ქვაბში ჩავყაროთ ორი ჭიქა შოკოლადის ფილები და დავდგათ ცეცხლზე, ნელნელა დავუმატოთ ოთხი სუფრის კოვზი არაქისის კარაქი და კარგად აურიოთ. როდესაც კარგად გადნება შოკოლადი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ფოდნოსზე მოთავსებულ მასას თავზე გადაუსვათ, დაველოდოთ გაციებას. გემრიელად მიირთვით!