ბანანის ენერგეტიკული ნამცხვარი
  მასალა
  • 2 ჭიქა შვრია
  • 2 ბანანი
  • 2 სტაფილო, გახეხილი
  • 1 ვაშლი, გახეხილი
  • 1 ჭიქა ვაშლის სოუსი
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი არაქისი
მომზადება ჯამზე ავზილოთ ორი ბანანი, შემდეგ მას დაუმატოთ ორი ჭიქა შვრია, ორი საშვალო ზომის გახეხილი სტაფილო, ერთი საშვალო ზომის გახეხილი ვაშლი და ვაშლის სოუსი. შემდეგ არაქისი დანით მცირე ზომებად დავაქუცმაცოთ და დავაყაროთ. მიღებული მასა კოვზით კარგად ავზილოთ, მოვათავსოთ ტაფაზე, შევდგათ 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გავაჩეროთ მანამ, სანამ არ გახდება ყავისფერი, დაახლოებით 20 წუთი.