პიცა ,,პეპერონი"

ინგრედიენტები 

  • მოცარელა - 120 გ
  • პეპერონი - 40 გ
  • ახლად დაფქული წიწაკა გემოვნებით

ცომისთვის

  •  საფუარი - 5 გ
  • წყალი - 300 მლ.
  • ხორბლის ფქვილი - 400 გ

ტომატის სოუსისთვის

  • პომიდორი - 150 გ
  • ხახვი - ½ ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 30 გ
  • მარილი, წიწაკა - 10 გ
  • ხმელი რეჰანი - 5 გ

მომზადება

საფუარი გახსენით წყალში და შეურიეთ ფქვილს. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 2 საათი. პომიდორი 10-15 წამი გააჩერეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გააცალეთ კანი, დაჭერით კუბიკებად და დააბლენდერეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, მოშუშეთ ტაფაზე, დაამატეთ პომიდვრის მასა, მარილი, წიწაკა და რეჰანი. კარგად აურიეთ, ცომი გააბრტყელეთ დაახლოებით 30 სანტიმეტრის დიამეტრზე. მოასხით სოუსი მთელ სიგრძეზე, მოაყარეთ მოცარელა და ბოლოს მოალაგეთ ძეხვი პეპრონი. გამოაცხვეთ 7 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. გემრიელად მიირთვით!