ბანანის ბურთულები შოკოლადითა და შვრიის ფანტელით

ინგრედიენტები

  • ბანანი (კანი გარეშე) 130 გ
  • შვრიის ფანტელები (პატარა) 70 გ
  • შოკოლადი მწარე 25 გ
  • ვანილი 2-3 წვეთი
  • სეზამი 20 გ

მომზადება

ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ შვრიის ფანტელები, აურიეთ, შემდეგ დაამატეთ შავი შოკოლადი(შოკოლადი არ უნდა იყოს რძიანი), ვანილი და გააჩერეთ 10 წუთი. გაყავით 10 ნაწილად და გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთები. ამოავლეთ თითოეული ბურთი სეზამში და ქაღალდიან ტაფაზე გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!