ყველიანი ჩხირები
მასალა
  • 2 ჭიქა ფქვილის
  • 2 ჭიქა გახეხილი ყველი
  • 3/4 ჭიქა მარგარინი
  • 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
  • 1/4 ჩაის კოვზი წიწაკა
  • 1/2 კოვზი მარილი
  • 1/2 ჭიქა წყალი
მომზადება შეურიოთ ერთმანეთს ფქვილი, გახეხილი ყველი, მარგანინი, საცხობი ფხვნილი, წიწაკა და მარილი და ვურიოთ მანამ, ვიდრე კარგად არ შეერევა ერთმანეთ. შემდეგ დავამატოთ წყალი და მოვზილოთ სანამ არ მივიღებთ ცომს. შემდეგ ცომი გადმოვიღოთ და დავჭრათ ფანქარზე ოდნავ მსხვილ ჩხირებად, სიგრძით კი დაახლოებით ათი სანტიმეტრის სიგრძის. შემდეგ მოვათავსოთ საცხობ ფურცელზე და შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გავაჩეროთ სანამ არ გამოცხვება კარგად. გემრიელად მიირთვით!