კაკაოს კექსი

ინგრედიენტები

  • ფქვილი 150 გ
  • შაქარი 80 გ
  • ფორთოხლის წვენი 100 მლ
  • თაფლი (თხევადი) 20 გ
  • კაკაო 1 სუფრის კოვზი
  • საცხობი ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

კაკაო, საცხობი ფხვნილი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს. თაფლი, ფორთოხლის წვენი, შაქარი და მცენარეული ზეთი ცალკე აურიეთ ერთმანეთს, შემდეგ კი ორივე ნაერთი კარგად შეაზავეთ, საცხობ ფორმები ზეთით მოასველეთ, მოათავსეთ ცომის მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი. გამომცხვარს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!