ოლივიე

ინგრედიენტები

  • 3 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 3-4 სტაფილო
  • 4-5 კვერცხი
  • 350 გრამი ლორი ან ძეხვი
  • 450 გრ დაკონსერვებული მწვანე ბარდა
  • 5-6 დამარილებული კიტრი
  • მწვანე ხახვის
  • 1 შეკვრა კამა
  • 250 გრამი მაიონეზი (სასურველია სახლში დამზადებული)
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ და გავასუფთავოთ. შემდეგ დავჭრათ კუბიკებად. კუბიკებად დავჭრათ ასევე ლორი და კიტრის მაგარი ნაწილი. მოვათავსოთ თასში, შევურიოთ ბარდა, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა, მარილი და შავი წიწაკა. აღნიშნული ინგრედიენტები შევაზავოთ მაიონეზით და ცოტახნით შევდგათ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!