ქოთანში შენახული კიტრის მწნილი
  მასალა
  • 8 ჭიქა ცივი მტკნარი წყალი
  • მარილი
  • 4 კბილი წიწაკა
  • 4 მთელი კბილი ნიორი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 2 ჩაის კოვზი მთელი ქინძის თექსლი
  • 2 ჩაის კოვზი მთელი შავი წიწაკა
  • 1კგ ახალი კიტრი, გარეცხილი ზედმიწევნით
მომზადება მოათავსეთ წყალი, მარილი და ნიორი ქვაბში და აურიოთ შემდეგ დავამატოთ წიწაკა, დაფნის ფოთოლი, ქინძის თესლი და შავი წიწაკა. ვურიოთ სანამ მარილი გაიხსნება. შემდეგ ქოთანში მოვათავსოთ კიტრი სანელებლები მოვაყაროთ და დავადოთ ასევე ქინძი. შემდეგ დავასხათ ჩვენს მიერ მომზადებული სითხე და შევინახოთ  დაახლოებით 8 დღის განმავლობაშ. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ მარილწყალი. რვა დღის შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ და თუ საჭიროა კიდევ რამოდენიმე დღე გავაჩეროთ. შემდეგ კი ამოვალაგოთ სითხიდან და მივირთვათ. გემრიელად მიირთვით!