ატმის ჯემი
  მასალა
  • 12 ახალი ატამი, გარეცხილი და დაჭრილი
  • 4 1/2 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1 (2 უნცია) პაკეტი მშრალი პექტინი
მომზადება ერთი ჭიქა გასუფთავებული დაჭრილი ატამი ჩავყაროთ ქვაბში, კარგად ავსრისოთ და შემდეგ დარჩენილი ატამი მთლიანად დავაყაროთ. შევდგათ დაბალ ცეცხლზე და დრო და დრო ვურიოთ, დაახლოებით 20 წუთი, სანამ მასა არ გახდება თხევადი. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და  კარგად აურიოთ შაქართან და პექტინთან ერთად, ისევ დავაბრუნოთ ცეცხლზე და ცოტახანს გავაჩეროთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და სტერილურ ბანკებში მოვათავსოთ და ჩავდოთ ცხელ წყალში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი შევინახოთ გრილ ადგილზე. გემრიელად მიირთვით!