პიცა სოსისითა და ხახვით

ინგრედიენტები

  • 2 კბილი ნიორი
  • 1 წითელი მსხვილი ხახვი
  • 50-70 გრ დაჭრილი პომიდორი საკუთარი წვენით
  • მზა პიცის ცომი-დიამეტრი 25 სმ
  • 3-4ც- ძეხვი
  • 50 გ- გახეხილი ყველი
  • 1ჩაის კოვზი შაქარი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი
  • ზეითუნის ზეთი
  • დეკორატიული რეჰანი

მომზადება

ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, 2 ნაწილად გაჭრილი 2 კბილი ნიორი და წითელი ხახვი მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, მარილი, შაქარი და შავი პილპილი. მიღებული სოუსი წავუსვათ ცომს მთელ სიგრძეზე. ძეხვი დავჭრათ რგოლებად და მოვაწყოთ. შემდეგ მთლიანად მოვფაროთ ყველით. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე და ბოლოს დავამატოთ დეკორატიული რეჰანი. გემრიელად მიირთვით!