ფელამუში
  მასალა
  • 1ლიტრა ყურძნის წვენი
  • 300 გრამი წყალი
  • 300 გრამი მჭადის ფქვილი
  • 100 გრამი პურის ფქვილი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით
  • მომზადება
1 ლიტრა ყურძნის წვენს დაასხით 300 გრამი  წყალი, ოდნავ რომ შეთბება, ჩაყარეთ შიგ მჭადისა და პურის ფქვილი.პირველად ქვაბი დადგით მაღალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ამოურიეთ, როგორც კი ადუღდება მაშინვე შეამცირეთ ტემპერატურა და გააჩერეთ 20-25 წთ. დაუმატეთ შაქრის ფხვნილი გემოვნებით.ამოიღეთ წყალგადავლებულ თეფშებზე ცხლად. გემრიელად მიირთვით