ჩურჩხელა
  მასალა
  • 7 ლ ბადაგი
  • 1 კგ ფქვილი
  • 700 გ ნიგოზი ან თხილი
მომზადება ნიგვზის ლებნები მეოთხედებად დავყოთ და ზურგით ზევით ავასხათ ორმაგად გაკვანძულ მსხვილ ბამბის ძაფზე. ბადაგის ნახევარი ავადუღოთ, მეორე ნახევარში მიქსერის ან სათქვეფის საშუალებით კარგად გავხსნათ ფქვილი და ჩავუმატოთ ცხელ-ცხელ ბადაგს, თან ვურიოთ. თათარას მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ  მასა შეიკვრება, შემდეგ დაბალ  ცეცხლზე დავდგათ და ხანდახან ამოვურიოთ. დაახლოებით 40 წუთში თათარა შემოსული იქნება. გემო გავუსინჯოთ, მზად არის თუ არა თათარა. ფქვილის გემო არ უნდა ჰქონდეს. თითოეული ნიგვზის აცმა მოვათავსოთ თათარაზე, ზემოდან კოვზით დავადოთ თათარა და სწრაფი მოძრაობით ამოვავლოთ ჩურჩხელები. ჩურჩხელები გავკიდოთ ხის ძელზე დაახლოებით ორი კვირა ჰაერზე გავაჩეროთ, შემდეგ შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!