გოზინაყი
  მასალა
  • 1 ჭიქა თაფლი
  • 5 ჭიქა დათლილი ნიგოზი
  •   1-2 სუფრის კოვზი შაქარი
მომზადება ნიგოზი მოვატაროთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ თუჯის ქვაბით ნელ ცეცხზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. 3-4-ჯერ რომ წამოდუღდება თაფლი, შევამოწმოთ: რამოდენიმე წვეთი თაფლი დავაცხათ თეფშზე ან წყლიან ფაიფურის ჭიქაში, თუ დასხმისას თაფლის მასამ რაკუნის ხმა გამოსცა, ესეიგი მზადაა, თუ არა, კიდევ გავაგრძელებთ ხარშვას მანამ, სანამ საჭირო კონსისტენციის მასას არ მივიღებთ. შემდეგ ვუმატებთ შაქარს, ერთს წამოვადუღებთ და ჩავუმატებთ დათლილ ნიგოზსაც, კარგად მოვურევთ და მაშინვე გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც ზედ გადაკრული ექნება წყალში დასველებული პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ ნიგვზის მასას სველი „კატალკით“ გადავანაწილებთ მთელ დაფაზე. თუ არ გვინდა მოხალული ნიგოზით გაკეთებული გოზინაყი, მაშინ ნიგოზს რომ ჩავყრით თაფლის მასაში კიდევ, 2-3 წუთი გავაჩერბთ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!