კომშის ნამცხვარი
  ინგრედიენტი
  • 5   ცალი კომში
  • 120   გრ. ნიგოზი
  • 150   გრ. თაფლი
  • 100   გრ. ქიშმიში
  • 100   გრ. კარაქი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 12 ჩ/კ დარიჩინი
  • 12 ჩ/კ ვანილი
მომზადება
  1. კომში შუაზე გაჭერით და შუაგული ამოაჭერით.
  2. თითოეული ნაჭრის შუაგულში მოათავსეთ 10 გრ კარაქი.
  3. დაჭერით ნიგოზი, დაჭრილი ნიგოზი ქიშმიშთან და თაფლთან ერთად აურიეთ. დაუმატეთ ½ ჩ/კ დარიჩინი, ½ ჩ/კ ვანილი და კარგად აურიეთ. თითოეული ნაჭერი მიღებული ნაზავით ამოავსეთ.
  4. საცხობ ლანგარს მოუსვით ცხიმი და დაასხით 1 ჭიქა წყალი. მოალაგეთ გამზადებული კომში და 160 C-ზე 40 წუთით აცხეთ მანამ ოდნავ არ შეიბრაწება. გემრიელად მიირთვით.