ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა
  მასალა
  • ყვავილოვანი კომბოსტო 1 კგ
  • ნიგოზი 2 ჩაის ჭიქა
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მწვანილი 3-3 ძირი
  • წიწაკა, მარილი, ძმარი და ზაფრანა გემოვნებით
მომზადება ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ გავრეცხოთ, ჩავდოთ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაციოთ. დავნაყოთ ერთად ნიგოზი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა, მარილი. ნიგვზიანი მასალა გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და აურიოთ მოხარშულ კომბოსტოში, მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუუში. გემრიელად მიირთვით