ახალი კარტოფილი კვერცხით
  მასალა
  • კარტოფილი 500 გრამი
  • ხახვი1-2 თავი
  • კარაქი 50 გრამი
  • კვერცხი 5 ცალი
  • რძე 50 გრამი
  • მწვანილი 4-4 ძირი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადება ახალი კარტოფილი გავრეცხოთ და დავდგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება გადავწუროთ, გავფრცქვნათ, დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად. მოვაყაროთ შავი პილპილი, შევაზაოთ დაკეპილი ახალი კამით, ოხრახუშით, ტარხუნით. ამის შემდეგ მოვათავსოთ ტაფაზე, ზემოდან გადავასხათ რძესთან ერთად კარგად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც მზად იქნება, ზემოდან გადავასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ახალი კამა. გემრიელად მიირთვით.