ჭარხალი ნიგვზით
  მასალა
  • ჭარხალი 1 კგ
  • ნიგოზი 2 ჩაის ჭიქა
  • ნიორი 2 კბილი
  • მწვანილი 3-3 ძირი
  • ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ნიგოზი, მარილი, წიწაკა, ნიორი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი და მოხარშული ჭარხალი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ. გემრიელად მიირთვით.