კომბოსტოს სალათა
  მასალა
  • კომბოსტო 200 გრამი
  • ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმნის წვენი 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი და მწვანილი გემოვნებით
მომზადება კომბოსტოს ფოთლები კარგად გავრეცხოთ, ძალიან წვრილად დავკეპოთ, მოვაყაროთ მარილი, ხელით დავსრისოთ, გავაჩეროთ ცოტა ხანს, გავწუროთ, გადავითანოთ სასალათეში, დავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყართ წვრილად დაკეპილი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი. ფრთხილად აურიოთ, ზემოდან ლამაზად შევასწოროთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ. გემრიელად მიირთვით.