ქათმის ხარშო
  მასალა
  • ქათამი
  • ბრინჯი 1 ჩაის ჭიქა
  • ხახვი 400 გრამი
  • ტყლაპი 100 გრამი
  • ქინძი 4-5 ძირი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება ქათამი გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავამატოთ გარეცხილი ბრინჯი,დაჭრილი ხახვი, ტყლაპი. ბოლოს შევაზაოთ მარილით და ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ქინძი. გემრიელად მიირთვით.