მოხრაკული, დაკეპილი ხორცი კვერცხით

იგრედიენტები

  • ძროხის ხორცი 1 კგ
  • წყალი ან ბულიონი 4 სუფრის კოვზი
  • ცხიმი 2 სუფრის კოვზი
  • ტარხუნა და ოხრახუში 2-3 ძირი
  • კვერცხი 2 ცალი
  • პილპილი, ნიორი, მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  ძროხის ხორცის გარეცხილი რბილი ნაჭერი და ხახვი გავატაროთ მსვილბადიან ხორცსაკეპ მანქანაში. დავასხათ წყალი, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ. დავუმატოთ ცხიმი, შევაზაოთ მარილი, პილპილი, დანაყილი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით, ტარხუნით, ზემოდან დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და როცა შეიწვება, სუფრაზე ცხელ- ცხელი მივიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით