წითელი პომიდორი ნიგვზით, იმერულად
 

იგრედიენტები

  • პომიდორი 500 გ
  • ნიგოზი ერთი ჩაის ჭიქა
  • ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • მწვანილები
  • წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

   პამიდორები გავრეცხოთ ცივ წყალში. დავჭრათ თითოეული ექვს ან რვა ნაჭრად და მოვათავსოთ შესაფერის ღრმა ჭურჭელში, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, მწვანე წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში და წმინდად დანაყილი ნიგოზი. ყველაფერი ეს შევაზაოთ მარილით და კარგად აურიოთ ერთმანეთში. შეიძლება დავამატოთ ცოტა ძმარი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ახალი კამა. გემრიელად მიირთვით