მოშუშული ღვიძლი
 

იგრედიენტები

  • ღვიძლი 1 კგ
  • ცხიმი 100 გ
  • ხახვი 500 გ
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილი გემოვნებით

მომზადება

  ღვიძლი ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ სითხეს არ  შეიშრობს. ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ დაკეპილი ხახვი, დავუმატოთ ცხიმი და კარგად მოვშუშოთ. აურიოთ ღვიძლში, დავამატოთ ცხიმი, მარილი, დანაყილი პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ.