ძროხის ხორცის ჩახოხბილი
  იგრედიენტები
  • ძროხის ხორცი (სუკი) 1 კგ
  • პამიდორი 1 კგ
  • კარაქი 3 სუფრის კოვზი
  • ხახვი 4-5 თავი
  • მწვანილი 3-3 ძირი
  • მარილი გემოვნებით
მომზადება ქონისა და ძარღისაგან გავათავისუფლოთ ძროხის ხორცი, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ კარაქი, ხახვი და ერთად მოვხრაკოთ. გარეცხილი პამიდორი დავმდუღროთ, კანი გავაცალოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ მოხრაკულ ხორცში. როცა მზად იქნება შევანელოთ მარილით, მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი). გემრიელად მიირთვით