ჩიხირთმა
  იგრედიენტები
  • ხახვი 300 გრამი
  • კვერცხი 4 ცალი
  • კარაქი 50 გრამი
  • წყალი 6 ჩაის ჭიქა
  • პურის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • მწვანილი, ძმარი და მარილი გემოვნებით
მომზადება დავჭრათ ხახვი, ჩავყაროთ ქვაბში და 30 გრამ კარაქში კარგად მოვშუშოთ. დავასხათ 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩავდოთ ქინძი (კონად შეკრული) და ვადუღოთ 5-10 წუთი. დუღილის შემდეგ დავამატოთ ძმარში გახსნილი პურის ფქვილი და მარილი. ამის შემდეგ ვადუღოთ კიდევ 20 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან,თანდათანობით ჩავასხათ და კოვზით კარგად ურიოთ ძმარში კარგად ავთქვლიფოთ სამი ოთხი კვერცხი.  სუფრაზე მიტანის წინ ცავყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში და დავამატოთ 20 გრამი კარაქი. გემრიელად მიირთვით