ჯონჯოლის მწნილი
  იგრედიენტები
  • ჯონჯოლი 1 კგ
  • მარილი 25 გრამი
მომზადება შევარჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელი ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ უვარგისი მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და ჩაუშვათ ქილაში, მოვაყაროთ მარილი, შემდეგ მეორე პირი ჯონჯოლი, გავნაგრძოთ ასე, თან მრგვალი ხით მაგრად უნდა ვტენოთ ქილაში, სანამ არ გაივსება ქილა. ზემოდან დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. როდესაც მწნილს სუფრაზე მივიტანთ, შეგვიძლია იგი მოვათავსოთ პამიდვრის, წიწაკის და კიტრის მწნილთან ერთად თავზედ დაჭრილი ხახვით. გემრიელად მიირთვით