ლოქო წვენით
  იგრედიენტები
  • ლოქო 1 კგ
  • დაფნის ფოთოლი 2-3 ცალი
  • ქინძი 6-7 ძირი
  • პილპილი, ტყემლის ტყლაპი და მარილი გემოვნებით
მომზადება ლოქო გავრეცხოთ გავასუფთაოთ, დავჭრათ ნაწილებად, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ვადუღოთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ. გემრიელად მიირთვით