შემწვარი ძროხის ხორცი ყველით
  იგრედიენტები
  • ძროხის ხორცი 1 კგ
  • ხახვი 400 გრამი
  • ყველი 500 გრამი
  • მაიონეზი 2 ქილა
მომზადება სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და საბეგვით ან დანით კარგად დავბეგვოთ. თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ ერთ წყებად დაბეგვილი ხორცი. ზემოდან დავაყაროთ რგოლებად ან ალყა ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავაწყოთ თხლად დაჭრილი, მაგარი, ნაკლებ მარილიანი ყველი (შვეიცარული ან სულგუნი), ისე რომ ხახვი დაიფაროს, ზემოდან გადავასხათ მაიონეზი, შევდგათ აირღუმელში, შევწვათ, სანამ ზემოდან არ შეწითლდება. გემრიელად მიირთვით