თეთრი ბლის მურაბა ნიგვზით
  იგრედიენტები
  • თეთრი ბალი 1 კგ
  • შაქარი 1 კგ
  • ნიგოზი ან თხილი 100 გრამი
  • ვანილი გემოვნებით
მომზადება თეთრი საღი ნიგოზის ლებანი გავჭრათ ოთხ ნაწილად. გადარჩეულ, გარეცხილ თეთრ ბალს გამოვაცალოთ კურკა და თითოეულში კურკის ნაცვლად ჩავდოთ ნიგვზის ნებლის მეოთხედი (შეიძლება მოხალული კანგაცლილი თხილიც). შემდეგ ბალი ჩავყაროთ წინასწარ მოდუღებულ სიროფში და მოვხარშოთ, ვადუღოთ 15-20 წუთი, ცეცხლიდან გადმოვიღოთ და გავაციოთ, რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ ცეცხლზე შევდგათ და ვადუღოთ სანამ სიროფი საკმაოდ არ შესქელდებახოლო ბალი ყვითელი ქარვის ფერი არ გახდება შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. არომატისათვის დავამატოთ ვანილი გემოვნებით. შემდეგ ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ გრილ ადგილზე. გემრიელად მიირთვით